„საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაიწყო
16 ნოემბერი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში, „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაიწყო.
საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის განკუთვნილი პროგრამა სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის 242 დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მოიცავს ოთხ მოდულს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
„საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსს, რომელიც პლატფორმა zoom-ის მეშვეობით მიმდინარეობს, 17 მსმენელი ჰყავს. 13 მათგანს სწავლას GIZ უფინანსებს.
პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელია, ტრენინგს ასევე გაივლიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის ა/რ-ის საჯარო უწყებების წარმომადგენლები.
„საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ტრენინგკურსი 30 ნოემბერს დასრულდება.