საჯარო მოხელის მენეჯერული უნარების სასწავლო კურსი დაიწყო

10 თებერვალი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის − „მოხელის მენეჯერული უნარების“ დისტანციური ტრენინგკურსი დაიწყო.

სასწავლო კურსს სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის, თეთრიწყაროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გადიან.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნობიან, მათ შორის: მართვა და ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, ღირებულებები საჯარო სექტორში, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა. 

გასულ წელს „მოხელის მენეჯერული უნარების“ პროგრამა 73-მა პირმა გაიარა.

საჯარო მოხელის მენეჯერული უნარების სასწავლო კურსი  დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია