საჯარო მოხელეებს პროფესიული განვითარების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ

03 თებერვალი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის“ პირველი კურსი 37-მა საჯარო მოხელემ გაიარა.

აკრედიტებული პროგრამის პირველი სერტიფიცირებულები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები არიან.

მსმენელებმა პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე  მოდული გაიარეს. ტრენინგ-კურსი ინტერაქტიულ რეჟიმში, პრაქტიკული პროგრამის საფუძველზე წარიმართა.

პროგრამის კურსდამთავრებულებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა სერტიფიკატები გადასცეს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაზე  აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო.

პროგრამა საჯარო უწყებების მენეჯერული  და დაბალი რგოლის თანამშრომლებისათვის სხვადასხვა ტრენინგ კურსს მოიცავს.

საჯარო მოხელეებს პროფესიული განვითარების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ
საჯარო მოხელეებს პროფესიული განვითარების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ
საჯარო მოხელეებს პროფესიული განვითარების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ
© 2019 ყველა უფლება დაცულია