საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი ტრენინგები მარტვილისა და სენაკის მერიების თანამშრომლებმა გაიარეს
18 მარტი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაასრულა.
ტრენინგკურსს მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების 18 თანამშრომელი ესწრებოდა.
პროგრამა განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის.
საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი ოთხ მოდულს მოიცავდა: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
ტრენიგკურსი 4 მარტს დაიწყო და 15 მარტს დასრულდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
