საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგი დაიწყო
05 თებერვალი, 2021საჯარო მოხელეებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი − „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“. სასწავლო კურსი საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
სასწავლო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მოდულს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
ტრენინგს ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოხელეები გადიან. სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.
გასულ წელს „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ტრენინგკურსი 169 საჯარო მოხელემ გაიარა.