საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „Agile პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს

10 ოქტომბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით სხვადასხვა საჯარო უწყების 17 თანამშრომლისათვის  „Agile პროექტების მართვის” ტრენინგი ტარდება.

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებისთვის პროექტების მართვის კლასიკური და Agile მეთოდოლოგიის ძირითადი მიდგომებისა და ტექნიკების გაცნობა, პროექტის მართვისა და კოორდინაციისთვის აუცილებელი საბაზისო უნარების გამომუშავება, მათ შორის, მონიტორინგის და კონტროლის, სტრატეგიული კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოების და გადაწყვეტილების მიღების უნარები.

კურსს პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტი ლელა მაჩაიძე უძღვება.

ტრენინგი 9 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება. კურსის დასრულების მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 
 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „Agile პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „Agile პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „Agile პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს
© 2019 ყველა უფლება დაცულია