საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს

23 ივნისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებისთვის კორპორაციული თანამშრომლობის ფარგლებში პროექტების მართვის ტრენინგი მიმდინარეობს.

ტრენინგს  29 მონაწილე ჰყავს, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებისთვის პროექტების მართვის კლასიკური და agile მეთოდოლოგიის ძირითადი მიდგომებისა და ტექნიკების გაცნობა, პროექტის მართვისა და კოორდინაციისთვის აუცილებელი საბაზისო უნარების გამომუშავება, მათ შორის, მონიტორინგის და კონტროლის, სტრატეგიული კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოების და გადაწყვეტილების მიღების უნარები.

კურსს პროექტების მართვის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტი ლელა მაჩაიძე უძღვება.

ტრენინგი 6 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება. წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროექტების მართვის“ ტრენინგი მიმდინარეობს
© 2019 ყველა უფლება დაცულია