საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ორი ახალი სასწავლო ცენტრი აამოქმედა
29 მარტი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგკურსების ჩატარება თბილისთან ერთად უკვე ბათუმსა და ქუთაისშიცაა შესაძლებელი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში კეთილმოწყობილი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცეები მოეწყო.
სასწავლო ცენტრები აჭარის ა/რ-სა და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს საშუალებას მისცემს მათთვის ხელსაყრელ გეოგრაფიულ არეალში დაგეგმონ სასურველი ტრენინგ კურსი და ისარგებლონ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
რეგიონულ ცენტრებში შესაძლებელი იქნება ტრენინგების ორგანიზება რეალურ გარემოში როგორც კორპორატიული დაკვეთით, ისე შერეული ჯგუფებისთვის. აჭარის ა/რ-სა და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოქმედ სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაუკვეთონ საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამებით გათვალისწინებული ტრენინგები, ასევე ყველა ის სასწავლო კურსი, რასაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ახორციელებს.