საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, სემეკსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

08 ივნისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფენ ტრენინგ-კურსების, სასწავლო ღონისძიებების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკთან გასული წლიდან თანამშრომლობს. სემეკის თანამშრომლებს ორგანიზაციული და პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგები ჩაუტარდათ, მათ შორის: „სატელეფონო მომსახურება და სერვის პლიუსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“, „ორგანიზაციის ახალი საქმიანობის აუდიტორული და საგადასახადო პროცესები",  „სექსუალური შევიწროების პრევენცია“, „გრაფიკული დიზაინი“.

უახლოეს ხანებში სემეკის თანამშრომლებისთვის დაგეგმილია ახალი ტრენინგი-„ურთიერთობის ფსიქოლოგია და კომუნიკაციური უნარები“.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკთან ორგანიზაციული გაძლიერების მიმართულებითაც თანამშრომლობს. ამჟამად სემეკის დაკვეთით საჯარო აუდიტის ინსტიტუტი თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევას ატარებს. ინსტიტუტი ეტაპობრივად უზიარებს თავის  გამოცდილებას ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს, ასევე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სემეკის ტრენერთა ტრენინგი.

სამმხრივ შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, სემეკსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, სემეკსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტს, სემეკსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია