30-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა

07 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაასრულა.

სასწავლო კურსი 30 მსმენელისთვის ორ ჯგუფში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს რუსთავის, თეთრიწყაროს, ლანჩხუთის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის III და IV რანგის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

მსმენელები პროგრამით განსაზღვრულ ოთხ მოდულს გაეცნენ: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს. მიმდინარე სეზონზე, ტრენინგი 26 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

30-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
30-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია