საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა GIZ-ს დაკვეთით ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კვლევა დაასრულა
09 მარტი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციაში ასახული იყო ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც ინსტიტუტმა პროექტის - „ადგილობრივ თვითმმართველობებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ფინანსური მენეჯმენტის პრობლემების ძირეული მიზეზების ანალიზი“ ფარგლებში შეიმუშავა.
პროექტში საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 2021 წელს, GIZ-ის მიერ გამოცხადებულ სატენდერო კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩაერთო.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხრიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ხელმძღვანელი და თანამშრომლები, რომლებმაც პროექტში ჩართულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ანგარიშში ასახული მიგნებები და იმსჯელეს რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვის გზებზე.