საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგკურსი ჩაატარა
23 დეკემბერი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დაასრულა.
ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და 6 სატრენინგო საათს მოიცავდა. ტრენინგს სფეროს ექსპერტი რუსუდან კოხოძე უძღვებოდა.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, ასევე მოისმინეს ინფორმაცია და რეკომენდაციები შშმ პირებისთვის გარემოს, ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, შშმ პირებთან კომუნიკაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე.
ტრენინგკურსს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და „სემეკის“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის, ადმინისტრაციის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.