საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაასრულა

11 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაასრულა.

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ოთხი რეგიონის - ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის მხარეების მუნიციპალიტეტების რვა საჯარო მოხელე მონაწილეობდა.

სასწავლო პროგრამა პრაქტიკული მაგალითებით სწავლებაზეა ორიენტირებული და დაფუძნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში, აუდიტების შედეგად, გამოვლენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.

კურსის მიზანია შიდა აუდიტის ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპების შესწავლა, საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება და  შიდა აუდიტის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

სალექციო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი უძღვებოდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია