საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დაასრულა

02 ნოემბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დაასრულა.

ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში ორი დღე მიმდინარეობდა. ექვსსაათიანი მოდულის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, ასევე მოისმინეს ინფორმაცია და რეკომენდაციები შშმ პირებისთვის გარემოს, ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, შშმ პირებთან კომუნიკაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე.

ტრენინგკურსს კომუნიკაციების კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი ესწრებოდა.

ტრენინგს სფეროს ექსპერტი, სახალხო დამცველის აპარატის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვი უძღვებოდა. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია