საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „სამშენებლო დავები“ დაასრულა

10 ივნისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „სამშენებლო დავები“ ჩატარდა. 

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ სამშენებლო სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამართლებრივ საფუძვლებს, დავებზე სარჩელის სასამართლოში განხილვის თავისებურებებს, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და ფუნქციური ზონის ცვლილებას, განაშენების რეგულირების პარამეტრებს და სხვა მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს.

ტრენინგკურსს რუსთავის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების არქიტექტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების, ზედამხედველობის და იურდიული სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კურსი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რვა სატრენინგო საათს მოიცავდა. ტრენინგს უძღვებოდა მარიამ ჯაში, რომელსაც სამშენებლო ბიზნესში იურიდიული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „სამშენებლო დავები“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „სამშენებლო დავები“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „სამშენებლო დავები“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია