საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ დაასრულა

25 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ დაასრულა.

სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ქუთაისის, ბაღდათის და დმანისის მუნიციპალიტეტების მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მსმენელებმა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ხუთი მოდული გაიარეს: ეფექტური კომუნიკაცია, მართვა და ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, ცვლილებების მართვა, ღირებულებები საჯარო სექტორში. ყველა მოდულს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

დისტანციური კურსი 15 მსმენელის მონაწილეობით 10 მარტიდან მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებზე“ აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო. ამ დროიდან მოხელის მენეჯერული უნარებისა და პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს.

მიმდინარე წელს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კიდევ გეგმავს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტრენინგების ჩატარებას.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „მოხელის მენეჯერული უნარები“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია