საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაასრულა

07 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაასრულა.

სასწავლო კურსი დისტანციურ რეჟიმში I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა და მას მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები დაესწრნენ.

კურსის მიზანია მენეჯერებში აამაღლოს ცნობიერება შეფასების სისტემის შესახებ, გაზარდოს ცოდნის დონე შეფასების სისტემის პროცედურის  მიმართ და განუვითაროს მენეჯერებს თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარები.

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა.

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში 28 თებერვლიდან 5 მარტამდე მიმდინარეობდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი - „სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია