საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენერთა ტრენინგი გამართა

25 ოქტომბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით ინსტიტუტის ტრენერებისთვის სამდღიანი ტრენინგი მოეწყო.

ტრენინგები ორ თემატურ მიმართულებას მოიცავდა - „ტრენერთა ტრენინგი“( ToT) და „ტესტის შექმნის მეთოდოლოგია“. ტრენინგპროგრამა საჭიროებათა კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა. ტრენინგები პრაქტიკოს ტრენერებს სასწავლო პროცესის დახვეწაში, თემატური კურსების უკეთ პრეზენტირებასა და ადაპტირებაში დაეხმარება.

ტრენინგებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტის 23 ტრენერი მონაწილეობდა, რომელთა შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი აუდიტორები და მოწვეული სპეციალისტები არიან.

ტრენინგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ივანე მინდაძე და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფ CHRO-ს ორგანიზაციული განვითარების დირექტორი, სერტიფიცირებული ქოუჩი, ადამიანური რესურსების მართვის ტექნოლოგიების კონსულტანტი და ბიზნესტრენერი - დეა ჩხაიძე უძღვებოდნენ.

ტრენინგები USAID-ის პროექტის - „კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (USAID - GGI Georgia) - ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენერთა ტრენინგი გამართა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენერთა ტრენინგი გამართა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენერთა ტრენინგი გამართა
© 2019 ყველა უფლება დაცულია