საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟიორებს პროფესიული ტრენინგები ჩაუტარა
01 აგვისტო, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟიორებს პროფესიული ტრენინგები ჩაუტარა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური სტაჟირების პროგრამის მონაწილეებმა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ორთვიანი პროფესიული სწავლების კურსი გაიარეს.
საბიუჯეტო კანონმდებლობის, ეფექტიანობის, შესაბამისობის და ფინანსური აუდიტების პროფესიული ტრენინგები, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები უძღვებოდნენ, 11-მა აუდიტორ-სტაჟიორმა გაიარა. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა გამოცდები ჩააბარეს. მათგან წარმატებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
აუდიტორ-სტაჟიორები სხვადასხვა აუდიტორულ დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან.