საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგკურსი დაასრულა

22 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დაასრულა.

სასწავლო კურსის მსმენელები გაეცნენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებს. სასწავლო კურსის თემები იყო რისკების იდენტიფიცირება, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა.

ტრენინგს სხვადასხვა საჯარო სამსახურის, ა(ა)იპების, რეგიონების მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და შესყიდვების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ტრენინგი 19-მა მსმენელმა გაიარა.

გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დისტანციური ტრენინგკურსი 2 მარტს დაიწყო და 21 მარტს დასრულდა. ტრენინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი და ყოფილი აუდიტორები უძღვებოდნენ - სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაზა შეყილაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზურაბ მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გურამ დუმბაძე.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგკურსი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგკურსი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგკურსი დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია