საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა “პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო

11 ივლისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის „პროგრამული ბიუჯეტირების“ სასწავლო კურსი დაიწყო.

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და 10  მონაწილე ჰყავს. მსმენელები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების თანამშრომლები არიან, მათ შორის: წალენჯიხის, საგარეჯოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიიდან, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და შპს საქართველოს მელიორაციიდან. 

ტრენინგკურსი პროგრამული ბიუჯეტირების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, როგორებიცაა: მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემისა და პროცესების გაცნობა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება. 

ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვება.

ტრენინგი 10 ივლისს დაიწყო და 17 ივლისს დასრულდება. წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა “პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია