საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო

15 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო.

ტრენინგი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. კურსს 20 მონაწილე ჰყავს, ისინი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები არიან, მათ შორის: ბოლნისის, დმანისის, ჩოხატაურის, ონის მუნიციპალიტეტების მერიიდან, საქართველოს პარლამენტიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

მსმენელები ეცნობიან და ითვისებენ პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიას, საბიუჯეტო სისტემას, ბიუჯეტის საშუალოვადიან დაგეგმვას, შეფასების ინდიკატორებსა და ტიპებს, პროგრამული ბიუჯეტის შედგენასა და ანგარიშგებას. სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელებისათვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ხდება და ათვისებული მასალების მიხედვით კონკრეტულ მაგალითებზე მსჯელობენ. 

კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვება. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია