საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა დაიწყო

20 სექტემბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი პარტნიორები შეიძინა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა კერძო აუდიტორულ კომპანიებთან - Ecovis Georgia, RSM საქართველო და Nexia TA. 

მხარეების მიზანია, ხელი შეუწყონ საჯარო სექტორის სერტიფიცირებულ აუდიტორთა ახალი თაობის შექმნა-განვითარებას, შრომის ბაზარზე ორიენტაციას, აუდიტორული სფეროთი დაინტერესებული პირების სტაჟირება/დასაქმებას. ასევე, აუდიტორული სამუშაოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.  

პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ აუდიტის თემებით დაინტერესებულ ახალ კადრებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს გააძლიერონ საჯარო სექტორის აუდიტირების მიმართულება.  

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია