საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ISO-ს სერტიფიკატის მფლობელია

06 ოქტომბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის (ISO 9001:2015) სერტიფიკატი მოიპოვა.

სერტიფიცირების პროცესი მაისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო საკონსულტაციო სააგენტოს URS (United Registrar of Systems) Georgia-ს ჩართულობით მიმდინარეობდა და მოიცავდა ინსტიტუტის ძირითად მომსახურებებს: სერტიფიცირება, ტრენინგები, ტესტირება და კონსულტირება. გარდა ამისა, სერტიფიცირების ფარგლებში გადამზადებულმა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოიპოვეს ხარისხის მენეჯერისა და შიდა აუდიტორის სერტიფიკატები.

სერტიფიცირების დასკვნით ეტაპზე ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის (ISO 9001:2015) მოთხოვნებთან.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირება USAID-ის პროექტის - კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID - GGI Georgia) - ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი  ISO-ს სერტიფიკატის მფლობელია
© 2019 ყველა უფლება დაცულია