საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისათვის ტრენინგებს განაგრძობს
21 დეკემბერი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თანამშრომლებისთვის კვლავ განაგრძობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.
ამჯერად სემეკის 9 თანამშრომელი ახალ სტანდარტებს ეცნობა „ეფექტიანი სატელეფონო მომსახურებისა და სერვის პლიუსის“ მიმართულებით. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნობიან, მაშ შორის: მომსახურების სტანდარტები, არავერბალური კომუნიკაცია და სატელეფონო მომსახურება; სატელეფონო კომუნიკაცია და ალტერნატივების შეთავაზების სტანდარტები.
ტრენინგკურსი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და 23 დეკემბერს სრულდება.