საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკს პროფესიული და მენეჯერული უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს.

07 ოქტომბერი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სემეკის მენეჯერული რგოლის თანამშრომლებისთვის მაღალეფექტური გუნდური ლიდერობის პროგრამა შეიმუშავა. პროგრამა მიზნად ისახავდა სემეკის თანამშრომელთა ლიდერული უნარების განვითარებასა და ორგანიზაციული მიზნების მიღწევის ხელშეწყობას. 

პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა სამ ფაზას. 

პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო გუნდში ნდობისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შექმნაზე.  მონაწილეები გაეცნენ ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტექნიკებს გუნდის მოტივაციის ამაღლებისთვის. მეორე ფაზა ემპათიის, კონსტრუქციული უკუკავშირის და კონფლიქტების მართვის უნარების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. მესამე ფაზა გუნდური ღირებულებების და საერთო მიზნების ფორმირებას უკავშირდებოდა, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას.

პროგრამის დაასრულების შემდეგ სემეკის 22 თანამშრომელს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცათ.

ტრენინგს უძღვებოდა Erickson Coaching International - ის სერტიფიცირებული ქოუჩი (ECPC), ქოუჩინგური კომპანია OKAYENSS - ის თანადამფუძნებელი და სხვადასხვა უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი სოფიო ლაცაბიძე. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკს პროფესიული და მენეჯერული უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკს პროფესიული და მენეჯერული უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკს პროფესიული და მენეჯერული უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს.
© 2019 ყველა უფლება დაცულია