საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკი-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზებას აგრძელებს

05 მაისი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში ტრენინგებს აგრძელებს.

ამჯერად სემეკის 25 თანამშრომელი ტრენინგს - „სექსუალური შევიწროების პრევენცია“ ესწრება. სასწავლო კურსი დისტანციურ რეჟიმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის სექსუალური შევიწროების ფორმები, ინდიკატორები, ფსიქო-ემოციური ფაქტორები, კანონმდებლობა, რეაგირების მექანიზმები.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ორი წელია აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს სემეკთან. ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 2021 წლიდან სემეკის 196 თანამშრომელი მონაწილეობდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კიდევ გეგმავს სემეკის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს სხვადასხვა თემატიკაზე.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკი-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზებას აგრძელებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია