ინვენტარიზაციის მორიგი ტრენინგი კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებმა გაიარეს

24 სექტემბერი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგი  - „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“,  კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებისათვის ჩატარდა და მას 18 მსმენელი ესწრებოდა. 

ამჯერად, ტრენინგკურსი მომსახურების სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საპენსიო სააგენტოს, იუსტიციის სახლის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის”, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს,  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფი სასწავლო უნივერსიტეტის, კომპანია „Moore Abc“-ის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს.

სამდღიანი ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან  დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა. 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
 

ინვენტარიზაციის მორიგი ტრენინგი კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებმა გაიარეს
ინვენტარიზაციის მორიგი ტრენინგი კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებმა გაიარეს
ინვენტარიზაციის მორიგი ტრენინგი კერძო და საჯარო უწყებების თანამშრომლებმა გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია