საჯარო აუდიტის ინსტიტუმა ტრენინგკურსი - „შეფასების სისტემა საჯარო სამსახურში“ დაიწყო

09 დეკემბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი- „შეფასების სისტემა საჯარო სამსახურში“ - დაიწყო. სასწავლო პროგრამა საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეებისთვის  არის განკუთვნილი. პირველი ნაკადის სწავლებას  9 პირი ესწრება. ისინი  სენაკის, ლანჩხუთის, თელავის მუნიციპალიტეტების, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და სახელოვნებო სფეროს  თანამშრომლები არიან.

სასწავლო პროგრამა რამდენიმე მოდულს მოიცავს, მათ შორის: შეფასების პროცედურა და მეთოდები, შეფასების ინდიკატორები, შეფასების პროცესის მონიტორინგი, შეფასების უკუკავშირი და პროფესიული განვითარების დაგეგმვა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

ტრენინგკურსი 2022 წელსაც ჩატარდება და მასზე რეგისტრაცია კვლავ იქნება შესაძლებელი.
 

საჯარო აუდიტის ინსტიტუმა ტრენინგკურსი - „შეფასების სისტემა საჯარო სამსახურში“ დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუმა ტრენინგკურსი - „შეფასების სისტემა საჯარო სამსახურში“ დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია