საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა  PricewaterhouseCoopers-საქართველოსთან მემორანდუმი გააფორმა

30 ივნისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი  კერძო აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინსტიტუტმა ამჯერად საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PricewaterhouseCoopers-საქართველოსთან გააფორმა.

ორი უწყების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის სერტიფიცირებულ აუდიტორთა განვითარებას, შრომის ბაზარზე ორიენტაციას, სტაჟირებებში ჩართვასა და ინფორმირებულობის გაზრდას. 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუდიტის თემებით დაინტერესებულ ახალ კადრებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობა, რაც  გაზრდის სფეროს მიმართ ცნობიერებას და ხელს შეუწყობს პერსპექტიული კადრების მოზიდვას სფეროში. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და PricewaterhouseCoopers-საქართველოს დირექტორმა ლაშა ჯანელიძემ მოაწერეს. „PwC-საქართველო“ დიდი აუდიტორული ოთხეულის წევრი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აქტიურ აუდიტორულ საქმიანობასთან ერთად საკუთარ ტრენინგცენტრში სასწავლო პროგრამებსაც ახორციელებს. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, პროექტის ფარგლებში, კვლავაც გეგმავს აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის სფეროში პროფესიონალი კადრების დასაქმების შესაძლებლობას.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა  PricewaterhouseCoopers-საქართველოსთან მემორანდუმი გააფორმა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა  PricewaterhouseCoopers-საქართველოსთან მემორანდუმი გააფორმა
© 2019 ყველა უფლება დაცულია