საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) მემორანდუმი გააფორმა
04 თებერვალი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ურთიერთთანამშრომლობის მორიგი მემორანდუმი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) გააფორმა.
მემორანდუმი უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეღავათიანი პირობებით ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში, მიიღონ საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიუმჯობესონ წვდომა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსთან, დაესწრონ ტრენინგ-კურსებს და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი GAU-ს პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა მოაწერეს. უნივერსიტეტში ღია კარის დღე მოეწყობა და სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებათ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების შესახებ.