საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული მხარე“ დაასრულა

17 აგვისტო, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პრაქტიკოსი HR-ებისთვის ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული მხარე“ დაასრულა.

ტრენინგი შექმნილია ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, გაიგონ უფრო მეტი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, გაეცნონ პროგრამის ავტორის პერსონალურ პროფესიულ გამოცდილებას და შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სასწავლო კურსი დატვირთულია საინტერესო თემატიკით - HR-ის როლი ორგანიზაციაში, ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, თანამშრომლის კარიერა და ორგანიზაცია, ლიდერობა, შრომითი მოტივაცია, ონბორდინგი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და სხვა.

ტრენინგკურსს დისტანციურ რეჟიმში 12 მსმენელი ესწრებოდა, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე კერძო სექტორიდან, მათ შორის: პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომპანია GWP-ის, ასევე ბოლნისის, ტყიბულის, შუახევისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.

ტრენინგს სერტიფიცირებული ქოუჩი, ადამიანური რესურსების მართვის ტექნოლოგიების კონსულტანტი და ბიზნესტრენერი დეა ჩხაიძე უძღვებოდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული მხარე“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული მხარე“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია