საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სერტიფიცირების საგაზაფხულო კურსი დაიწყო

24 თებერვალი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველთა სერტიფიცირების საგაზაფხულო კურსი დაიწყო. 

მსმენელები გაივლიან საბიუჯეტო კანონმდებლობის, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS), ფინანსურ,  შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების სასწავლო პროგრამებს, რომლებსაც  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაღალი კვალიფიკაციის მქონე  აუდიტორები  უძღვებიან. 

სასერტიფიკაციო პროგრამას  17 მსმენელი ჰყავს, რომელთა შორის საჯარო და კერძო სექტორის საფინანსო-საბუღალტრო, ასევე აუდიტორული მიმართულებით დასაქმებული პირები არიან.  

სერტიფიცირების  პროგრამა  23 თებერვალს დაიწყო და  26 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. 

სერტიფიცირების კურსი გასულ წელს  62-მა მსმენელმა გაიარა. 

საჯარო  აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების  სასერტიფიკაციო პროგრამაზე მიღებას წელიწადში სამჯერ  საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო კურსზე აცხადებს.
 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სერტიფიცირების საგაზაფხულო კურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია