საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მერიის თანამშრომელთა ტრენინგი განაახლა

25 მაისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მერიის თანამშრომელთა ტრენინგი განაახლა, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო. ტრენინგები 25 მაისიდან ონლაინრეჟიმში, პროგრამა Zoom-ის დახმარებით ჩატარდება.

მერიის თანამშრომელთა ოთხი ჯგუფი „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებით“ გათვალისწინებულ მოდულებს აითვისებს - „ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა“, „პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა“, „საჯარო სამსახურის ეთიკა", „ადმინისტრაციული წარმოება“.

ონლაინტრენინგები მერიის თანამშრომელთა ამ ჯგუფებთან 10 ივნისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი ონლაინ სასწავლო პროგრამაში თბილისის მერიის მენეჯერული რგოლის საჯარო მოხელეებიც ჩაერთვებიან, რომლებიც მენეჯერული უნარების სასწავლო კურსს გაივლიან.  

სასწავლო კურსი საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და დედაქალაქის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. 

© 2019 ყველა უფლება დაცულია