საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თსუ-ში ღია კარის დღე მოაწყო
07 ივნისი, 2019
7 ივნისს თბილისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მოსახურების სასერტიფიკაციო პროგრამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოაწყო.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სერტიფიცირების პროგრამაში და ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით, ასევე გაიარონ სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
საჯარო სექტორის აუდიტორული მოსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის სასწავლო კურსი დაიწყება 24 ივნისს, რომელიც სამ თვეს გაგრძელდება. პროგრამის დასრულებისას, შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.
საჯარო სექტორის სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს: ფინანსური აუდიტი; შესაბამისობის აუდიტი; ეფექტიანობის აუდიტი; საბიუჯეტო კოდექსი; საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.