საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი EY-სთან გააფორმა

30 ივლისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კერძო აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალ პარტნიორებს იძენს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ამჯერად საერთაშორისო პროფესიული მომსახურების კომპანია EY (იუაი)-სთან გააფორმა.

მხარეების სურვილია ხელი შეუწყონ საჯარო სექტორის სერტიფიცირებულ აუდიტორთა ახალი თაობის შექმნა-განვითარებას, შრომის ბაზარზე ორიენტაციას, სტაჟირებებში ჩართვას და აქტუალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

მემორანდუმზე ხელმოწერით, მხარეები შეთანხმდენენ, რომ აუდიტის თემებით დაინტერესებულ ახალ კადრებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს შეუწყობს სფეროს მიმართ ცნობიერების ამაღლებას და პერსპექტიული კადრების მოზიდვას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და კომპანია EY-ის დირექტორმა რუსლან ხოროშვილმა მოაწერეს. EY პროფესიული მომსახურების კომპანიების დიდ ოთხეულში შედის და საქართველოს ბაზარზე 28 წელია მოღვაწეობს. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი EY-სთან გააფორმა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი EY-სთან გააფორმა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თანამშრომლობის მემორანდუმი EY-სთან გააფორმა
© 2019 ყველა უფლება დაცულია