საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგი საბანკო სექტორისთვის

18 მაისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ტრენინგს საბანკო სექტორისთვის ატარებს. 

„მონაცემთა ვიზუალიზაციის“ ტრენინგკურსს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტში, „კრედო-ბანკის“ 15 თანამშრომელი ესწრება.  

ტრენინგი მსმენელებს შესაძლობას მისცემს გააანალიზონ დიდი მოცულობის (big data) მონაცემები სხვადასხვა ვიზუალიზაციის ხელსაწყოს გამოყენებით, შეადგინონ არასტანდარტული დიაგრამები და ინფოგრაფიკები, ვიზუალურად დაამუშაონ დიდი მოცულობის მონაცემები და ეფექტურად წარადგინონ ისინი სხვადასხვა ტიპის ვიზუალური ხერხების დახმარებით. 

ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერი გიორგი ჩაკვეტაძე უძღვება. ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და 31 მაისს დასრულდება. მსმენელები ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატებს მიიღებენ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგი საბანკო სექტორისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია