საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიკატი ცხრა პირმა მიიღო
22 იანვარი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიკატი კიდევ ცხრა კურსდამთავრებულზე გასცა. საჯარო აუდიტის ინსტიტუტში პროგრამის საშემოდგომო სამთვიანი კურსი სულ 32-მა პირმა გაიარა.
საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებულ ხუთ სხვადასხვა მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები უძღვებოდნენ.
საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა გადასცეს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს და ეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.
პროგრამაზე მიღება წლის განმავლობაში სამ ნაკადად ხორციელდება.ამ დრომდე საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი 275 კურსდამთავრებულს აქვს მოპოვებული.