საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პროგრამების წარდგენა ახალციხეში

29 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მიწვევით სამხარეო ადმინისტრაციაში უწყების პროგრამებისა და მომსახურებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაციას რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აუდიტის ანგარიშებში ასახული მიგნებების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო კურსებისა და საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო კურსებში ჩართვასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიცირების პროგრამისა და სახვადასხვა ტრენინგ-კურსის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგ-კურსი შეღავათიანი პირობებით გაიარონ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პროგრამების წარდგენა ახალციხეში
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პროგრამების წარდგენა ახალციხეში
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პროგრამების წარდგენა ახალციხეში
© 2019 ყველა უფლება დაცულია