საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს

14 ივლისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ განაგრძობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.

თითოეული ტრენინგი სამიზნე ჯგუფებში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე შემუშავდა და რამდენიმე აქტუალურ მიმართულებას მოიცავს. ტრენინგს - ,,პერსონალური მონაცემების დაცვა’’- ორი სესია დაეთმო და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი და მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავება, მონაცემთა სუბიექტთა უფლებები და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო.

ტრენინგს ,,პერსონალური მონაცემების დაცვა’’ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი უძღვებოდა. მან სემეკის წარმომადგენელთა მიერ დასმულ ყველა აქტუალურ კითხვას ინტერაქტიულ რეჟიმში, ამომწურავად უპასუხა.

ტრენინგი 12-13 ივლისს დისტანციურად ჩატარდა. ამ თემატურ ტრენინგზე გადამზადება სემეკის 9 თანამშრომელმა გაიარა. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს
© 2019 ყველა უფლება დაცულია