საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკი-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ციკლს ატარებს
05 ივლისი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში ტრენინგების ციკლს ახორციელებს. გადამზადებას, პირველ ეტაპზე, სემეკის 50-მდე თანამშრომელი გაივლის.
თითოეული ტრენინგი სამიზნე ჯგუფებში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე შემუშავდა და სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებას მოიცავს. ტრენინგი „სექსუალური შევიწროების პრევენცია“- ფარავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის სექსუალური შევიწროების ფორმები, ინდიკატორები, ფსიქო-ემოციური ფაქტორები, კანონმდებლობა, რეაგირების მექანიზმები.
თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ტარდება ტრენინგი: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი.“ ტრენინგის თემატიკა მოიცავს შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის გაცნობას, გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, შშმ პირებთან კომუნიკაციას და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების თემატიკა განსხვავებული და მრავალფეროვანია. ტრენინგების ციკლი 21 ივნისიდან დაიწყო და სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის განმავლობაში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკთან ერთად კიდევ გეგმავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს სხვადასხვა თემატიკაზე.