საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი ჩაატარა
18 თებერვალი, 2021საჯარო მოხელეებისთვის საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი ჩატარდა.
სასწავლო პროგრამის ეს კურსი ლანჩხუთის, მცხეთის, ჩოხატაურის, ასპინძის, ხაშურის, ცაგერის, რუსთავის მუნიციპალიტეტების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს.
„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგკურსი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამებში 2021 წლიდან შევიდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვება.
ტრენინგ კურსი პროგრამული ბიუჯეტირების სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემისა და პროცესების გაცნობა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათ ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება. ტრენინგის სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ გამოცდილებებზეა დაფუძნებული.