საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საგაზაფხულო ონლაინკურსი დასრულდა

27 მაისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ონლაინკურსზე პირველი ნაკადის ტრენინგი დაასრულა.

კურსი მსმენელებს დაეხმარა განევითარებინათ IPSAS-ის გამოყენების უნარ-ჩვევები - როგორც ანგარიშის მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე. კერძოდ-სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის გამოყენება პრაქტიკაში, ფინანსური უწყისების შედგენა, მომზადება-ინტერპრეტაცია და სხვა.

ტრენინგის მონაწილეები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულების თანამშრომლები იყვნენ, მათ შორის აჭარის  ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის მუნიციპალიტეტებიდან, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებიდან, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოდან და შპს "ბლექ სი არენა ჯორჯია"-დან.

სასწავლო კურსი 27 მსმენელისთვის ორ ჯგუფში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დისტანციურ კურსს უძღვებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური აუდიტორები და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერები ბესიკ ქოჩიაშვილი, მარიამ და გიორგი ჭოლოკავები.

 საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საგაზაფხულო ონლაინკურსი დასრულდა
 საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საგაზაფხულო ონლაინკურსი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია