სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28 ივლისი, 2022მემორანდუმის მიზანია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში, აუდიტორული თემებით დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მომსახურების საშეღავათო პირობებით, დაესწრონ მრავალფეროვან ტრენინგკურსებს.
მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს.
