სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი სტაჟიორებისთვის ტრენინგკურსი დაიწყო

08 მაისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა იმ სტაჟიორების ონლაინ სწავლება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ღია კონკურსის  წესით ცოტა ხნის წინ შეარჩია. 

სტაჟირების პროგრამა  ინტენსიურ სატრენინგო კურსს ითვალისწინებს, სადაც სტაჟიორები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენენ. საბაზისო, თეორიული მასალების შესწავლა სტაჟირების პროგრამის საწყისი ეტაპია.

სტაჟირების პირველ ეტაპზე ახალგაზრდები ოთხ მოდულს შეისწავლიან - საბიუჯეტო კოდექსი, ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი და ეფექტიანობის აუდიტი.

ონლაინ, თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ კი მსმენელები სხვადასხვა აუდიტორულ დეპარტამენტში გადანაწილდებიან და უშუალოდ აუდიტორულ საქმიანობაში ჩაერთვებიან - პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების მიზნით.

დისტანციური სწავლების კურსი  29 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამაში 20 პირი მონაწილეობს. ონლაინ სწავლებას საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი, პრაქტიკოსი აუდიტორები ახორციელებენ.

© 2019 ყველა უფლება დაცულია