სახაზინო პროგრამების სიახლეები
ტრენინგი ითვალისწინებს სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით გადახდების განხორციელებაში არსებული საკვანძო საკითხების მიმოხილვას და საბიუჯეტო ორგანიზაციებში გადახდებთან დაკავშირებული უზუსტობებისა და შეცდომების იდენტიფიცირებას, შესაბამისი პრობლომების გამოვლენასა და მათ ეფექტიანად გადაჭრის გზების დასახვას.
ტრენინგკურსის მიზანია:
კურსის მიზანია მსმენელების კვალიფიკაციის ამაღლება, ელექტრონული ხაზინის სისტემის მეშვეობით გადახდების პროცედურების შესწავლა/გაუმჯობესება და სრულყოფა, გადახდების სწორი და სრულყოფილი აღრიცხვა, შესაბამისად ბიუჯეტის შესრულების სწორი ანგარიშგება.
ასევე მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ხაზინის სხვა ელექტონულ სისტემენთან ინტეგრაციის პრინციპების და მიზნების შესახებ.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების იმ თანამშრომლებისათვის ვისაც ყოველდღიურად უწევს, ან მოუწევს, სახაზინო ოპერაციების განხორციელება.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
• ელექტრონული ხაზინის სისტემაში სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადებას;
• პრაქტიკაში, საგადასახდო დოკუმენტების სწორად, ნაკლები უზუსტობებით მომზადებას;
• ხაზინის მეშვეობით გადახდების მაქსიმალურად ეფექტიანად და დროულად განახორციელებას;
• ხაზინის სისტემაში მუშაობის დროს სხვა ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციის პრინციპების გათვალისწინებას.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი