სასერტიფიკაციო პროგრამაზე მიღება

13 თებერვალი, 2018

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამაზეპროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელთა გავლისა და ჩაბარების შემდეგ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელ  5 წლიან სერტიფიკატს გასცემს.

სასწავლო პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური ტრენერები და მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან.  

სასწავლო კურსზე რეგისტრაციის გავლა (ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიღება) შესაძლებელია  შემდეგ ლინკზე: http://sai.ge/cert/cert_list/36/

საჯარო აუდიტის ინსტიტუტს  მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს ასევე საჯარო ფინანსების მართვასა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სწავლებები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

sai@sao.ge

+(995 599) 39 07 77  ხათუნა ჩაგანავა

იხ. ინტერნეტ მიმოხილვა:

 

© 2019 ყველა უფლება დაცულია