სასერტიფიკაციო პროგრამაზე მიღება

15 სექტემბერი, 2016

სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯაროსექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე(პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი (კურსის გასავლელად აუცილებელია ლექციების არანაკლებ 50%-ზე დასწრება)  და სასერტიფიკაციო გამოცდა).

სასწავლო პროგრამა:

  • ფინანსური აუდიტი;
  • შესაბამისობის აუდიტი;
  • ეფექტიანობის აუდიტი;
  • მოქმედი კანონმდებლობა;    
  • აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის ზოგადი დებულებები;  
  • სააღრიცხვო პოლიტიკა,  ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომების გასწორება;
  • შემოსავლების  ანგარიშთა გეგმა   და   აღრიცხვა; 
  • ხარჯების  ანგარიშთა გეგმა  და აღრიცხვა;
  • არაფინანსური აქტივების ანგარიშთა გეგმა  და აღრიცხვა; 
  • ფინანსური აქტივების  და ვალდებულებების ანგარიშთა გეგმა   და აღრიცხვა;
  • ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადახდების განხორციელება;
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენა  და ანალიზი;
  • საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი - 17 დეკემბერი, 2016  წელი
პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაშიშედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარი და სასერტიფიკაციოგამოცდის საფასური 300 ლარი).

დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ  7 ოქტომბრის  ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა(განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
  • საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1 000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 10 დეკემბრამდე  დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • შესაბამისი განცხადება;
  • სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა: გამოცდაზე დასასწრებად აუცილებელია კურსის ლექციების არანაკლებ 50%-ზე დასწრება.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

 

საბუთების მიღების ვადა: 15  სექტემბრიდან  7 ოქტომბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).

საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

pai@sao.ge

+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი

+(995 599) 85 80 50 გიორგი კობრეშვილი

იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო.  დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე)

© 2019 ყველა უფლება დაცულია