სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგები
03 სექტემბერი, 20182018 წლის 31 აგვისტოს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40 კანდიდატმა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ 12-მა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
იხ. გამოცდის ტესტების პასუხები rar
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2018 წლის 04-05 სექტემბერს 10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).