სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგები
27 ივნისი, 20182018 წლის 25 ივნისს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიმართა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 53 კანდიდატმა.
გამოცდის წინასწარი შედეგების მიხედვით, მხოლოდ 20-მა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
იხ. გამოცდის ტესტების პასუხებიrar
საპრეტენზიო განაცხადის მიღება წარმოებს ინსტიტუტში 2018 წლის 28-29 ივნისს 10:00 -დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).